LIQUI MOLY ოფიციალურად "Chicago Bulls" - ის პარტნიორია

    სექტემბერი 2018 წელი  - გერმანიის ძრავის ზეთების და დანამატების სპეციალისტი LIQUI MOLY იწყებს გრძელვადიან პარტნიორობას Chicago -სთან.

    სექტემბერი 2018 წელი  - გერმანიის ძრავის ზეთების და დანამატების სპეციალისტი LIQUI MOLY იწყებს გრძელვადიან პარტნიორობას Chicago -სთან.  აქტიური რეკლამა სტადიონსა და სოციალურ მედიაში ლეგენდარული ამერიკული კალათბურთის გუნდის ფართო აუდიტორიას მოიზიდავს. LIQUI MOLY იხდის შვიდ ციფრინ თანხას. "ეს არის ჩვენი უმსხვილესი სასპონსორო პროგრამა ჩრდილოეთ ამერიკაში," - ამბობს LIQUI MOLY-ის მარკეტინგის მენეჯერი პიტერ ბაუმანი.

    ნავთობპროდუქტის მწარმოებელი ბრენდი დიდ ზეგავლენას მოახდენს United Center’ის სტადიონზე, ლოგოტიპების მუდმივი  განთავსების უფლებით ორივე კალათთან, და აგრეთვე Bulls -ების ციფრულ პლატფორმებზე. „LIQUI MOLY  შეძლებს მიიწვიოს ერთგული მომხმარებელი სტუმრად Bulls-ების არენაზე  და გაუმასფინძლდეს უნიკალური სტუმართმოყვარეობის გამოცდილებით. "

    "ეს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა არ არის მხოლოდ აშშ-ს ვაჭრობის ინვესტიცია - მისი გავლენა რეგიონის მიღმაა", - ამბობს პიტერ ბაუმანი. "NBA არის ყველაზე პოპულარული კალათბურთის ლიგა მსოფლიოში, ასობით მილიონი მაყურებელი მთელს მსოფლიოში. უფრო მეტიც, ჩიკაგო ბულს ჰყავს დიდი რაოდენობით  ლოიალური გულშემატკივარი - არა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. თავად კლუბი ადასტურებს, რომ მათ ჰყავთ 175 მილიონი ერთგული გულშემატკივარი მსოფლიოს მასშტაბით - ამერიკის ნებისმიერ სხვა პროფესიონალ გუნდთან შედარებით. "
    "მიმზიდველი სპორტი, ცნობილი ლიგა, ძლიერი და ლეგენდარული გუნდი კარგი მიმდევრებით  - ეს არის შესანიშნავი კომბინაცია, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ", - ამბობს პიტერ ბაუმანი.
    "ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიპოვეთ ძლიერი პარტნიორი LIQUI MOLY-ის სახით. პრემიუმ ბრენდი, რომელიც იმკვიდრებს გლობალურ პოპულარობას ორმხრივი ინტერესით მაღალი ხარისხის და საუკეთესო შედეგების განთვალისწიებით, ჩვენთვის იდეალური არჩევანია ", - განაცხადა ჩიკაგოს ბულსის ბიზნეს სტრატეგიისა და ანალიტიკის ვიცე-პრეზიდენტმა მეთიუ კობემ.