Hochleistungs-Getriebeoil ( GL3/4 ) 75W-80

Hochleistungs-Getriebeoil ( GL3/4 ) 75W-80 (1L) - 7584

ფასი: 45 ₾

HC-სინთეტიკური ტრანსმისიის ზეთი Hochleistungs-Getriebeoil 75W-80

აკმაყოფილებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაცემათა კოლოფების მწარმოებლების მოთხოვნებს.

HC-სინთეტიკური დაბალი სიბლანტის მქონე ტრანსმისიის ზეთი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მექანიკური და რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფებისთვის, რომლებთა საპოხი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს სინქრონიზატორების სპეციალურ მოთხოვნებს. ზეთი უზრუნველყოფს თავისუფალ გადაცემათა გადართვებს და იდეალურ დაცვას ცვეთისგან.

შესაბამისობები და დაშვებები:

დაშვება:

-API: GL-3+

 

შესაბამისობა:

-Eaton: Extended Drain (300.000 km)
-ZF: TE-ML 02D/TE-ML 08
-IVECO: IVECO
-DAF: DAF
-MAN: 341 Typ E3/341 Typ Z3
-Renault: Trucks
-Volvo: 97305 90000 km

 

ზეთი შეიცავს სპეციალური დანამატების პაკეტს დაბალი შემცველობის მქონე გოგირდისა და ფოსფორის ნაერთებით, რაც უზრუნველყოფს როგორც საუკეთესო შეთავსებადობას სინქრონიზატორების მასალებთან ასევე გადაცემათა სწრაფ და თავისუფალ გადართვას.

 

- გადაცემათა კოლოფის ყველა დეტალის ოპტიმალური შეზეთვა

- ამცირებს გართულებებს გადაცემათა გადართვის დროს, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურებზე

-იდეალურია ზეთის შეცვლის გახანგრძლივებული ინტერვალის დროს

- ამცირებს ხმაურს ტრანსმისიის მუშაობის დროს

 

შეუძლია უზრუნველყოს მექანიკური და რობოტიზირებული, მათ შორის ფოლად-მოლიბდენის სინქრონიზატორიანი გადაცემათა კოლოფების ექსპლუატაციის მაღალი საიმედოობა.



პერსონალური
მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას

დამზადებულია
გერმანიაში

100% გერმანული პროდუქცია

პროდუქტები

ჩვენ გთავაზობთ 7000-ზე პროდუქციას