კომპანიის შესახებ

რა არის ლიქვი მოლი?


LIQUIMOLY არის გერმანიაში დამზადებული მსოფლიო ბრენდი. 60 წლიანი გამოცდილების მანძილზე კომპანიამ 125-ზე მეტ ქვეყანაში დაიმკვირდა ადგილი. უკვე რვა წელია გერმანულ ბაზარზე პირველობას არ თმობს.
Gez motors-მა 4 წლის წინ მოიპოვა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი და მას შემდეგ LIQUIMOLY-მ ქართულ ბაზარზეც მოწინავე პოზიციები დაიკავა.

LIQUIMOLY-ს ისტორია


LIQUIMOLY დაარსდა 1957 წელს და მიიღო პატენტი ძრავის ზეთის დანამატის წარმოებაზე, კერძოდ, მოლიბდენის დისულფიდი, მუქი რუხი კრისტალური მინერალი, რომელიც აუმჯობესებს ძრავის ზეთის ხარისხს და დღეს LIQUI MOLY-ს სავიზიტო ბარათია. აქედან წამოვიდა ბრენდის დასახელება - თხევადი მოლიბდენის დისულფიდი - LIQUID MOLYBDENUM DISULPHIDE( შემოკლებით LIQUI MOLY).

რატომ LIQUIMOLY?

LIQUI MOLY-ს პროდუქცია დღემდე მხოლოდ გერმანიაში მზადდება. პროდუქტი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და ცნობილი მარკის ავტომობილის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამას ადასტურებს მსოფლიოში ცნობილი საავტომობილო ჟურნალების მილიონობით მკითხველი.
Auto Bild, Auto Zeitung, Auto Motor und Sport , Motor Klassik და სხვა ჟურნალების ყოველწლიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, LIQUIMOLY არის გერმანიის ბაზრის ლიდერი ძრავის ზეთების, დანამატების, და ავტოკოსმეტიკის წარმოების მიმართულებით. ლიქვი მოლი-ს მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის რემონტისათვის გასაწევი ხარჯების შემცირება.
  • 1
  •  
  • 2
  •  
  • 3
  •  
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8