ჩვენ შესახებ

GEZ MOTORS გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია მოღვაწეობს, როგორც საბითუმო და საცალო, ასევე  კომერციული გაყიდვების ბაზარზე.

 

01.

ჩვენი ისტორია

კომპანიამ 2003 წლიდან დაიწყო სს "კაუკასუს აუტომოტივ რითეილ " სახელით მოღვაწეობა და მომხმარებლებს სთავაზობდა ავტოტექ მომსახურების სრულ სერვისს.  
მოგვიანებით „მეგა ავტოს“ სახელის ქვეშ, გახდა მეორადი ავტომობილების იმპორტიორი საქართველოში. განვითარების შემდეგ ეტაპზე, კომპანიამ დაიწყო ისეთი ავტომობილების იმპორტი როგორიცაა: DAIHATSU, SUBARU, TATA, SANGIN და სხვა.
შეძენილი გამოცდილების შემდეგ, 2015 წლიდან კომპანიამ შეიცვალა ინტერესის სფერო და მიმართულება. დღეისათვის GEZ MOTORS  დაკავებულია საბურავების, საავტომობილო ზეთების, ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტით და რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით.

 

02.

რატომ უნდა აირჩიოთ GEZ MOTORS?

GEZ MOTORS  გახდა მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: LIQUIMOLY-ს და EUROL-ის საცხებ-საპოხი მასალების, ასევე NANKANG-ის საბურავების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. გარდა ამისა, კომპანიამ თანამშრომლების გადამზადების შემდეგ, დანერგა დახვეწილი ავტომომსახურების სერვისი და შექმნა შოურუმი, სადაც არა მხოლოდ პროდუქციას შეიძენთ, არამედ მიიღებთ პროფესიონალების რჩევებს.  თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შექმნილი კომფორტით, ენდოთ გამოცდილ თანამშრომლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.

 

03.

რა არის ჩვენი ღირებულებები?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღირებულებები ეფუძნება კლიენტებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კლიენტზე მორგებული სერვისები, ვაგრძნობინოთ მათ თავი კომფორტულად. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სიახლეებს და თქვენი ავტომობილი უახლესი მეთოდებით და პროდუქციით გავანებივროთ.

 

04.

რომელი კომპანიების პროდუქციაა წარმოდგენილი შოურუმში?

LIQUI MOLY

LIQUIMOLY - ეს არის ნომერ პირველი გერმანული საავტომობილო საცხებ-საპოხი მასალების სავაჭრო მარკა, 60 წლიანი გამოცდილებით. კომპანია ამ ეტაპზე მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს და სულ რაღაც 3-4 წელია აქტიურად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ბრენდი, რომელიც გთავაზობთ 4,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. GEZ MOTORS -ის ლოგოტიპის ქვეშ შექმნილ შოურუმში, სადაც წარმოდგენილია LIQUI MOLY- ის პროდუქცია, თქვენ არ იძენთ მხოლოდ პროდუქტს, არამედ მიიღებთ მაქსიმალურ სარგებელს, რომელსაც თან ახლავს ჩვენი ექსპერტების რჩევები, ხარისხიანი სერვისი და სრული აქცენტი მომხმარებელზე.  

NANKANG

ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია ტაივანური NANKANG-ის ფირმის  პრემიუმ ხარისხის საავტომობილო საბურავების  ფართო არჩევანი. კომპანია 60 წელია მოღვაწეობს მსოფლიოს ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი ხარისხის, გამძლე საბურავებით. მათ ახასიათებს კომფორტულობა, ნაკლები ხმაური,  არის მანევრირებადი და უძლებს მაღალ დატვირთვას.

EUROL

კომპანია EUROL-ი, 40 წელზე მეტია ჰოლანდიურ ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს. ამ ეტაპზე მოღვაწეობს მსოფლიოს 85 ქვეყანაში. კომპანია გთავაზობთ საცხებ-საპოხი მასალებს დიდ ასორტიმენტს. ასევე, EUROL-ი მუშაობს ბიოდეგრადირებადი ზეთების შექმნაზე და სხვა მრავალ ინოვაციურ პორექტზე. გარდა ექსკლუზიური პროდუქციისა, GEZ MOTORS-ში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია.

აკუმლიატორები, გერმანული წარმოების TEXTAR-ის სამუხრუჭე ხუნდები, ასევე გერმანული MANN FILTER-ის და HENGST ფილტრები და OSRAM-ის ბრენდის ნათურები.
ისიამოვნეთ ავტომობილის მართვით, თქვენს ძრავს ჩვენ მოვუვლით.